ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 239 აბი კოდეინი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა "სადახლო-საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი, 239 აბი კოდეინი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 239 აბი "CODELIPRANE" (პარაცეტამოლ+კოდეინე 400მგ/20მგ) აღმოაჩინეს. მედიკამენტები საქართველოს მოქალაქეს, თ.ვ-ს ბარგში ჰქონდა მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს, მარნეულის რაიონული სამმართველოს კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.