სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.31-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.31-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.30 ლარის ფარგლებში იბარებენ.  როგორც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში განაცხადეს, უახლოეს მომავალში ლარის გაუფასურებას დოლართან მიმართებაში კვლავ ელოდებიან.  მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით დოლარის დეფიციტი ქვეყანაში კვლავ შეინიშნება.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2915 ლარია. ლარის ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.