ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთს "მისტრალის" ახალი მყიდველის მოძებნა არ გაუჭირდება

საფრანგეთს "მისტრალის" ახალი მყიდველის მოძებნა არ გაუჭირდება. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განუცხადა. "ახალი მყიდველების პოვნა სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული", - აღნიშნა ოლანდმა.

საფრანგეთი "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიყიდვას რუსეთისთვის აპირებდა, თუმცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარიზმა ამაზე უარი თქვა. სანაცვლოდ ფრანგული მხარე მოსკოვს კომპენსაციას გადაუხდის. ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის პარლამენტი რუსეთთან "მისტრალის" შესახებ გაფორმებული კონტრაქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაციას მალე მოახდენს, რის შემდეგაც კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა განისაზღვრება.