სემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. სემეკი-ს ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები უსაფუძვლო დარიცხვებს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებს, მრიცხველის ხარჯებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა. საჩივრების უმეტესობა, რომლებიც სხდომაზე განსახილველად წარმოადგინეს, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისა" და სს "თელასის" მიმართ დაფიქსირდა. მთლიანობაში, ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ 47 182 81 ლარი შეადგინა.

"კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - ნათქვამია განცხადებაში.