ხუთ მოლდოვურ კომპანიას რუსეთის ბაზარზე ღვინის შეტანის უფლება მისცეს

რუსეთის ბაზარზე ღვინის მწარმოებელ ხუთ მოლდოვურ კომპანიას შესვლის ნება დართეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსული მედიის ცნობით, "როსპოტრებნადზორმა" გუშინ მიიღო. საუბარია მოლდოვას ავტონომიური რეგიონში, გაგაუზიაში მდებარე საწარმოებზე. რუსეთის სანიტარული უწყების ცნობით, სამომავლოდ იგეგმება გაგაუზიელი მწარმოებლების სიის გაფართოება.

გაგაუზიის ავტონომიური რეგიონი პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. რეგიონის მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია. 2014 წლის რეფერენდუმის მიხედვით, გაგაუზიის ამომრჩეველთა 98 პროცენტი მოლდოვის საბაჟო კავშირში გაწევრიანების მომხრე იყო. რუსეთმა მოლდოვური ღვინის იმპორტი 2013 წლის 10 სექტემბერს აკრძალა. მაშინ "როსპოტრებნადზორში" განაცხადეს, რომ მოლდოვურ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს.