სახელმწიფო საზღვრები, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევს

ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვარი ყოველთვის მძიმედ შეიარაღებულ სასაზღვრო დაცვასთან, გალავნებთან, მავთულხლართებთან, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და მკაცრ საპასპორტო კონტროლთან ასოცირდება. თუმცა, არსებობს საზღვრები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს.

არსებობს სიმბოლური საზღვრის აღმნიშვნელი ხიდები, გზები და ხაზები, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასე მაგალითად, ბალახით დახატული უზარმაზარი თევზი პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. მისი შემქმნელი პოლონელი მხატვარი იაროსლავ კოზიარაა. შვედეთის და ფინეთის სასაზღვრო ზოლი გოლფის სათამაშო მოედანია, ხოლო ბრაზილია-ურუგვაის ერთმანეთისგან საფეხმავლო ბილიკი ყოფს.

იხილეთ ფოტოგალერეა