ცხინვალიდან დონეცკში ხე-ტყის გატანა იგეგმება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკას მაღაროების გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, ხის მასალას მიაწვდის.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციის მეთაურმა ევგენი ლავრენოვმა განაცხადა. "ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შემოვიტანოთ ხე-ტყე მაღაროელებისთვის. ამ დროისთვის ორგანიზაცია "დონბასის" ქვანახშირი" სამხრეთოსურ მხარესთან შესაბამის კონტრაქტს აფორმებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ დამოუკიდებლობას ხე-ტყის მიღების კუთხით იმისთვის, რომ ვაწარმოოთ ქვანახშირის მოპოვება", - აღნიშნეს დეფაქტო ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, უკვე იგეგმება, რომ დონეცკში ცხინვალიდან ხე-ტყე ვაგონებით გაიგზავნება.