ნავთობზე ფასი ვარდნას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე, ნავთობზე ფასი ვარდნას განაგრძობს ბაზარზე ნავთობის გადაჭარბებული მოპოვების საშიშროების ფონზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღეს დილით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,58%-ით, ბარელზე 48,33 დოლარამდე დაეცა, WTI-ის ნავთობი კი 0,57%-ით გაუფასურდა და ბარელზე 43,62 დოლარი შეადგინა.

რამდენიმე დღის წინ ოპეკ-მა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს. ექსპერტთა განცხადებით, ნავთობის ფასების შემცირებაზე გავლენა აქვს ჩინეთში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას - ივლისში ჩინეთში ექსპორტი 8,3%-ით შემცირდა.