13 აგვისტოს გუდაურში ველობილიკი გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტით, გუდაურში საერთაშორისო დონის ველობილიკი გაკეთდა.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, პროექტი ბაკურიანშიც (დიდველზე) ხორციელდება, მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება.  მათივე ცნობით, გუდაურში 5000 მეტრიანი სიგრძის ველობილიკი როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი.

ველობილიკის მშნებლობა სლოვენიურმა კომპანია "ალიანსმა" განახორციელა. გუდაურში, 13 აგვისტოს, ველობილიკები გაიხსნება, საბაგირო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. ველობილიკს მედია წარმომადგენლები დალაშქრავენ. მოეწყობა პრეს-ტური.