საბერძნეთმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას მიაღწიეს

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან ახალ მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

"შეთანხმება მიღწეულია. ახლა დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადეს საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროში. აღნიშნული შეთანხმების შედეგად ათენი ევროზონიდან გასვლას და გაკოტრებას თავიდან აიცილებს. მოლაპარაკებები საბერძნეთსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის ათენში გვიან ღამემდე გაგრძელდა.