თბილისის აეროპორტში 378 კაფსულა "ლირიკა" აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" 378 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი "ლირიკა" (Lyrika) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მედიკამენტები ექიმის რეცეპტის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოდ ირანის მოქალაქეს, ა.ნ-ს შემოჰქონდა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე- 6 განყოფილებას გადაეცა.