ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანის დევალვაცია მოახდინა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანის კურსი დოლართან მიმართებაში 1,9%-ით შეამცირა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, დევალვაცია ერთჯერადი იქნება და იუანს საბაზრო თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 33%-ით გაძვირდა.

2015 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შემცირდა. ივლისში ჩინეთის ექსპორტი 8,3%-ით დაეცა ქვეყნის სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორის - ევროკავშირის, აშშ-სა და იაპონიის მხრიდან მოთხოვნის შემცირების ფონზე.