წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია.  აქედან, ექსპორტი 1269 მლნ აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.