ჩინური იუანი ვარდნას განაგრძობს

ჩინეთის ეროვნული ბანკი ზედიზედ მესამე დღეა აგრძელებს იუანის კურსის დევალვაციას.

დღეს დილით იუანის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ 1,11 პროცენტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 6,4010 დოლარი შეადგინა.

ჩინეთის ეროვნული ვალუტის კურსი სამშაბათს 1,9 პროცენტით დაეცა. თუმცა, ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილებას „ერთჯერადი აქცია“ უწოდა, ოთხშაბათს იუანი კიდევ 1,6 პროცენტით გაუფასურდა, რამაც მსოფლიო ბაზარზე აქციების კურსის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

2015 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შემცირდა. ივლისში ჩინეთის ექსპორტი 8,3%-ით დაეცა ქვეყნის სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორის - ევროკავშირის, აშშ-სა და იაპონიის მხრიდან მოთხოვნის შემცირების ფონზე.