ღვინო, რომლის ერთი ბოთლი  15 195 დოლარი ღირს

ბრიტანულმა ვებგვერდმა WineSearcher-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირად საფრანგეთში დამზადებული ღვინოები ფასობს. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოს ბურგუნდიული Richebourg Grand Cru-ი წარმოადგენს. იგი ღვინის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა და ერთი ბოთლის ფასი საშუალოდ 15 195 დოლარს აღწევს.

კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე ასევე ფრანგული Romanee-Conti-ი გავიდა, რომლის ერთი ბოთლის ფასი საშუალოდ 13 314 დოლარს შეადგენს. 50 ყველაზე ძვირად ღირებული ღვინის სიაში რამდენიმე გერმანული და ერთი ამერიკული ღვინოც მოხვდა, დანარჩენები კი საფრანგეთშია წარმოებული.

ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოების რეიტინგი 55 000 მეღვინის გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.