გერმანელი ინვესტორი ყაზბეგში მინერალურ წყალს ჩამოასხამს

კომპანია „ხევს“, რომლის მესაკუთრეები გერმანიის მოქალაქე ანდრეა შოლცი (51%) და ლევან ფიცხელაურია (49%), პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ყაზბეგის რაიონის სოფელ ფანშეტში 40 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

საპრივატიზაციო პირობის მიხედვით, „ხევმა“ 2 წლის ვადაში მინერალური წყლის გამოშვება უნდა უზრუნველყოს. კომპანიის წლიური წარმადობა კი წელიწადში 7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა. პროექტში კომპანიამ 320 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ხევი“ გასულ წელს დარეგისტრირდა.

ბელა ნოზაძე