მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასი მაქსიმუმამდე გაიზარდა

ბოლო სამი თვის განამვალობაში, მსოფლიო ბაზარზე „არაბიკას“ სახეობის ყავის ფასი მაქსიმუმამდე გაიზარდა ბრაზილიაში ყავის მოსავლის ნეგატიური პროგნოზის ფონზე.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნიუ იორკის ICE Futures ბირჟაზე ყავის ფასი ერთ ფუნტზე 1,426 დოლარამდე გაიზარდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია მაისის შემდეგ. ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე 0,2%-ით გაიზარდა „რობუსტას“ ყავის ფასი და ტონაზე 1 708 დოლარი შეადგინა.

„ტერა ფორტეს“ ანგარიშის თანახმად, ბრაზილიაში ყავის მარაგები საგრძნობლად დაბალ დონეზეა. წლევანდელი მარაგი 4 656 მილიონ ტომარას შეადგენს, როცა გასულ წელს ეს მაჩენებელი 14 მილიონი ტომარა იყო. წლევანდელ მოსვალს კი ექსპერტები 47,28 მილიონ დოლარამდე აფასებენ, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ რეალური მოსავალი უფრო მცირე იქნება.