,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’ ბენზინზე ფასებს ამცირებს

დაიკლო ფასებმა ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის’’ ავტოგასამართ სადგურებზე, მთლიანი ქსელის მასშტაბით- ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად ფასები 5 თეთრით შემცირდა და დღეის მდგომარეობით სოკარის ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები შეადგენს:

,,ნანო-რეგულარი’’ - 1,90 ლარი;

,,ევრო რეგულარი’’ – 1,93 ლარი;

,,ნანო-პრემიუმი’’ – 2,04 ლარი;

,,სუპერი’’ – 2,12 ლარი;

,,ნანო-დიზელი’’ - 1,87 ლარი;

,,ევრო დიზელი’’ – 2,02 ლარი.