რუსეთმა რამდენიმე სახის ამერიკული ღვინო ქსელიდან ამოიღო

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა რამდენიმე სახის ამერიკული ღვინო მოხმარებიდან ამოიღო. ამის შესახებ "ბიბისი" უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც "როსპოტრებნადზორში" აცხადებენ, საუბარია წითელ მშრალ ღვინო Geyser Peak Merlot-ზე, ტკბილ თეთრ ღვინო Crane Lake Moscato-ზე და ნახევრადმშრალ თეთრ ღვინო Gnarly Head Chardonnay-ზე. რუსული მხარის ცნობით, ჩამოთვლილ ამერიკულ ღვინოებში სხვადასხვა საშიში ნივთიერების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

"როსპოტრებნადზორმა" ამ დრომდეც არაერთი ამერიკული ალკოჰოლური ნაწარმი ამოიღო მოხმარებიდან. 2014 წლის ზაფხულში კი სხვადასხვა ამერიკული პროდუქციის იმპორტი აკრძალა. პრობლემა შეექმნა ცნობილ ვისკებს Kentucky Gentleman-სა და Jack Daniel's-ს, თუმცა, ამჟამად ორივე მათგანი რუსულ მაღაზიებში კვლავ იყიდება.