საქართველო და სომხეთი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

სომხეთსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურთ. სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სერგო კარაპეტიანი დღეს თბილისში ქართველი კოლეგის, ოთარ დანელიას მოწვევით ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება აგროსერვისის ცენტრის, თევზის ქარხნის, ღვინის ქარხნების და სხვა კომპანიების დათვალიერება.

ქართული მხარე სომეხ მაღალჩინოსანს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე იგეგმება შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის, რა დროსაც მხარეები აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.