მომავლის რობოტები, რომელთა შესაძლებლობებიც ადამიანისას აღემატება

რობოტებს ზოგჯერ ისეთი შესაძლებლობები აქვთ, რაც ადამიანის ძალას აღემატება. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ კიდევ უფრო ეფექტური რობოტების შექმნაზე, რომელთაც გაუმჯობესებული ფუნქციები ექნებათ. ისინი ასევე მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ასწავლონ რობოტებს ზუსტი და სწორი მოძრაობა. ასე მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს ისეთი მანქანის შექმნა, რომელსაც აქვს უნარი, შექმნას ე.წ "ბავშვი" რობოტები. ე.წ "ბავშვ" რობოტებს ადამიანის ჩარევის გარეშე უკეთ გადაადგილება შეუძლიათ.

აღნიშნული პროექტის უმთავრეს მიზანს რობოტების განვითარება და მათ გარემო პირობებთან ადაპტირება წარმოადგენს.