"გარდაბნის თბოსადგურის" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სემეკ-ში შპს "გარდაბნის თბოსადგურის" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად წინადადებების კომისიაში წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 7 სექტემბერი, ხოლო აქტის გამოცემის - კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 11 სექტემბერი განისაზღვრა.

"შპს "გარდაბნის თბოსადგური" ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. ენერგობლოკის დადგმული სინძლავრე 239 მგვტ-ია, ხოლო სადგურის მიერ ელექტროენერგიის წლიური საპროექტო გამომუშავება 1.6 მლრდ.კვტ/სთ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ბუნებრივი აირის (სათბობის) წლიური საპროექტო ხარჯია 350 მლნ.მ3/წელიწადში", - ნათქვამია განცხადებაში.