Royal Dutch Shell -მა აშშ-ისგან არქტიკაში საბურღი სამუშაოების ჩატარების ნებართვა მოიპოვა

ნავთობკომპანია Royal Dutch Shell-მა აშშ-ისგან არქტიკაში საბურღი სამუშაობის ჩატარების ნებართვა მოიპოვა. მალე კომპანია ჩუკოტკის ზღვაში ალიასკას სანაპიროებთან ახლოს მოპოვებით სამუშაოებს გააგრძელებს. გარემოსდამცველები დაგეგმილ სამუშაოებს აპროსტებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ იგი სერიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. თუმცა, კომპანია Shell-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არქტიკაში საბურღი სამუშაოები ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდება.

თავის მხრივ აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ იგი ყურადღებით დააკავირდება ნავთობკომპანიის საქმიანობას. ბრიტანულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ 1989-1990 წლებში ჩუკოტკის ზღვაში მოპოვებითი სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აღმოაჩინა. მოგვიანებით ნავთობის რესურსაც მიაკვლიეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ჯერ კიდევ აუთვისებელი ნავთობისა და გაზის რესურსების 20 პროცენტზე მეტი სწორედ არქტიკის წყლებშია.