"პალიტრა TV"-ის ყურება უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც შესაძლებელია

"პალიტრა TV"-ის ყურება უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც შესაძლებელია. 18 აგვისტოს, 10:00 საათზე, მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე გაითიშება ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა დასასრულს უახლოვდება. 25 აგვისტოს, 10:00 საათზე მაუწყებლობა ანალოგიურ ფორმატში შეწყდება დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში, ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და თელავში. ასევე გაითიშება ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის, ხარაგაულის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგიური სატელევიზიო გადაცემები.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად საჭიროა DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი, ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა, ცალკეულ შემთხვევებში კი, შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.