კაზინო "აჭარას" გადასახადების დამალვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან

კაზინო "აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს "კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით. ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები. შემოწმების გამო დღეს დილიდან კაზინო დახურულია.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გასული წლის ნოემბერში ტოტალიზატორ ”აჭარაბეთში” შევიდა და შემოწმების შედეგად ის 150 მილიონი ლარით დააჯარიმა.