კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. პრემიერის დავალებით, კახეთში ჩავიდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და "დელტას" წარმომადგენლებიც, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება.