სლოვენიური ღვინო „რეფოშკა“ რუსმა მყიდველმა 500 ათას ევროდ შეიძინა

სლოვენიური სადესერტო ღვინო „რეფოშკა“ რუსმა მომხმარებელმა 500 ათას ევროდ შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლის თხოვნით, ღვინის ბოთლი სლოვენიური მაქმანებით და 5,25-კარატიანი ბრილიანტებით გააწყეს.

„რეფოშკას“ სპეციალური სერია კომპანია „პალმიერს“ ეკუთვნის, რომელმაც წელს სადესერტო ღვინის სამი საკოლექციო სახეობა გამოუშვა - თაფლით, ვანილითა და თეთრი ტრიუფელით.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსი მომხმარებლის მიერ შეძენილი თეთრი ტრიუფელის „რეფოშკას“ ფასი მხოლოდ 25 ევროა, თუმცა ღვინის ფასმა მას შემდეგ აიწია, რაც მომხმარებლის თხოვნით, ბოთლი ბრილიანტებით მორთეს.