ყვარელში სტიქიით გამოწვეულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 891 ათასი ლარი შეადგინა

ყვარელში, 20 აგვისტოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ცნობილია. აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სეტყვამ ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. ამ მიმართულებით, თანხის საერთო მოცულობამ 891 ათასი ლარი შეადგინა. სტიქიამ ძირითადად საფერავის ჯიშის 1300 ჰექტარი, ხოლო რქაწითელის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურა.