2015 წლის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქები

ავსტრალიის ქალაქი მელბურნი მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქად დასახელდა.

2015 წლის რეიტინგი კვლევითმა კომპანია Economist Intelligence Unit (EIU)-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მელბურნი ზედიზედ მეხუთე წელია ლიდერობს რეიტინგს, რომელიც მსოფლიოს 140 ქალაქს მოიცავს. 2015 წლის გამოკითხვების შედეგად მელბურნი 97,5 ქულით დასახელდა ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქად.  რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ვანკუვერი (კანადა), ტორონტო (კანადა), ადელაიდე (ავსტრალია), კალგარი (კანადა).

რაც შეეხება ცხოვრებისთვის ყველაზე ცუდ ქალაქებს, ბოლო ხუთეულს ტრიპოლი (ლიბია), ლაგოსია (ნიგერია), პორტ მორესბი (პაპუა ახალი გვინეა), დაკა (ბანგლადეში), დამასკო (სირია). როგორც EIU-ს ანგარიშშია აღნიშნულია, 2010 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ცხოვრების კუთხით პირობები 1%-ით დაეცა, 2,2 პროცენტით გაუარესდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.