საერთაშორისო კრედიტორებმა უკრაინისათვის სახელმწიფო ვალის 20 პროცენტის ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღეს

საერთაშორისო კრედიტორებმა უკრაინისათვის სახელმწიფო ვალის 20 პროცენტის ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალე დასრულდება. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ამ კვირაში განაცხადებენ.

2015 წლის მაისში უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, მთავრობას მიეცა შესაძლებლობა შეეწყვიტა კერძო კრედიტორებისათვის საგარეო ვალის გადახდა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სახელმწიფო ვალს არ შეხებია.