„შავი ორშაბათის“ შემდეგ ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა გრძელდება

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შანხაის საფონდო ბირჟა 7,6%-ით დაეცა, რაც ყველაზე უარესი შედეგია 2007 წლის შემდეგ.

„ბიბისის“ ცნობით, 4%-ით შემცირდა ტოკიოს Nikkei-ის ინდექსი.

მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა, რომელიც მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკა და უმსხვილესი იმპორტიორია საქონლისა და კომერციული მომსახურების თვალსაზრისით, ნეგატიურად აისახება ჩინეთზე დამოკიდებულ ქვეყნებსა და კომპანიებზე.

რაც შეეხება აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის სხვა ბაზრებს, მათ შედარებით გაიმყარეს პოზიცია. ჰონგკონგის Hang Seng-ის ინდექსი 1,6%-ით გაიზარდა, სამხრეთ კორეული Kospi-ის ინდექსი - 1,3%-ით, ავსტრალიური S&P ASX/200 კი 2,4%-ით.

გუშინ შანხაის საფონდო ბირჟის Shanghai Composite-ის ინდექსი 8,45%-ით - 3211,2 პუნქტით დაეცა.