ბანკები ყველაზე მეტ ლარს ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გასცემენ

ორგანიზაცია 20/30-ის წევრი მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სახეზეა ეროვნული ბანკის სრული ობსტრუქცია და სრული დეზორგანიზებულობა.

bpn.ge სრულად გთავაზობთ მიხეილ დუნდუას პოსტს, რომელიც მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:

"ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს, რადგან:

1. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში, და ეს კომიტეტი შექმნილიც კი არ არის!!!!!, მიუხედავად სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისა.

2. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა აისახოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად ეროვნული ბანკი არ ქმნის 2012 წლის შემდეგ (ქართუს წინააღმდეგ დატრიალებული ბაქჰანალიის შემდეგ).

შედეგად ვიღებთ:

1. საკრედიტო დაბანდების სრულ უკონტრლობას, საკრედიტო დაბანდებებს კონტრაციკლური კაპიტალბუფერების რეჟიმის ამოქმედების გარეშე.

2. ეროვნული ბანკის იაფი სასესხო პოლიტიკა მაკროპრუდენტული პოლიტიკი გარეშე, ხელს უწყობს ფინანსური შუამავლობის ანუ მევახშეობის დაფინანსებას და კავშირი არ აქვს ეკონომიკის ზრდასთან.

bpn2008 წლის გობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ სესხის გაიაფებამ და ამ სესხების თავისუფალმა, არარეგულირებულმა კონცეტრირებამ იმ სფეროში, რომელიც მიკროპრუდენტულად მომგებიანი, მაგრამ მაკროპრუდენტულად დამაზიანებელი იყო. დღეს, განსაკუთრებით 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70%-ი მოდის ფინანსურ შუამავლობაზე, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცების, ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე, რომლებიც თავის მხრივ ეროვნული ბანკისაგან ყოველგავარი კონტროლის და ნორმატიული რეგულირების გარეშე ფულს "ტენიან" არაჰეჯირებულ , ანუ სავალუტო რიკებისაგან დაუზღვეველ მოსახლეობას. ლარი დოლარში გადახურდავების პიდაპირი ობიექტი ხდება, ამ ყველაფერში სრულად დამნაშავე ეროვნული ბანკია, რომელმაც კომერციული ბანკების 700 მილიონიანი წმინდა დაკრედიტებით 680 მილიონით გაზარდა ფინანსური შუამავლობის, ანუ მევახშეობის დაფინანსება.

და ბოლოს როგორ შეიძლება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობა, თუ კი თავად ეროვნულ ბანკს ფინანსური ტაბილურობის გეგმა არ აქვს! აი, სწორედ ამას ქვია ობსტრუქცია!", - წერს მიხეილ დუნდუა და ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას აქვეყნებს.

კომერციული ბანკების მიერ 2015 ივლისში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ლარში გაცემული სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ათასი ლარი):

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 18,688

მრეწველობა - 65,037

მშენებლობა - 21,963

ვაჭრობა - 127,466

სასტუმრო და რესტორნები - 10,216

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 6,211

ფინანსური შუამავლობა - 776,060

ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 595

სახელმწიფო მართვა, თავდაცვა - 4

განათლება - 2,692

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 12,830

მომსახურების სხვა სახეები - 30,115