რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვები  41%-ით შემცირდა

2015 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში ფიზიკური პირების მიერ ფულადი გადმორიცხვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით - 172,1 მილიონი დოლარით - 247,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს თანხა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გადმორიცხვების 39,2%-ს შეადგენს.

მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 43.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის ივლისში კი მოცულობა 72.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ მეორე ადგილზე იტალიაა - 8,7 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 8,5 მილიონი დოლარით.