ხელვაჩაურში სახლები დაიტბორა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა.

ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით, სოფელ კაპრეშუმიდან მალაყმაძეების ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გუშინ გაიყვანეს. "კაპრეშუმში მალაყმაძის ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, ამიტომ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ახალსოფლის მიმართულებით, შესაძლოა, ორი ოჯახის გაყვანა გახდეს საჭირო. ფერიაში 10 ოჯახი დაიტბორა, თუმცა საშიში ზონა არ არის. დილიდან ზარალის დათვლას და საკითხის შესწავლას დავიწყებთ", - აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ.