ირაკლი ღარიბაშვილი: დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა მთავრობის მუშაობას გააძლიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა გააძლიერებს მთავრობის მუშაობას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ახალი მინისტრის წეარდგენისას განაცხადა, დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს კერძო და საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. "დიმიტრი ქუმსიშვილი მანამდე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად კი - ვიცე-მერად, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი ეკონომიკის განვითარების ინვესტიციების წახალისების და მიმაჩნია, რომ იგი გაძლიერებს მთავრობის მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობაში დღეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, კვირიკაშვილი – დიმიტრი ქუმსიშვილმა.