გაგრაში ბანკიდან მძარცველებმა 14 მილიონ რუბლზე მეტი გაიტაცეს

გაგრაში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა აფხაზეთის შემნახველი ბანკის გაგრის ფილიალი გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, 25 აგვისტოს ოთხი შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევარდა და 14 380 287 რუბლი, 10 015 ევრო და 4 632 დოლარი გაიტაცა, ამის შემდეგ კი "მერსედესის" მარკის მანქანით მიიმალნენ. მოგვიანებით მანქანა გაგრის ერთ-ერთ რაიონში აღმოაჩინეს.

მომხდარიდან ორ დღეში, 27 აგვისტოს რესტორან "ბასლაში" თავში გასროლით მოსკოვის მოქალაქე მოკლეს, რომელიც სოხუმში დროებით ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო.