კოკო შანელი ბიზნესსა და წარმატებაზე

პირველი მაღაზია კოკო შანელმა პარიზში, 1910 წელს გახსა, რამდენიმე წლის შემდეგ კი - 1921 წელს მსოფლიოს უკვდავი სუნამო "შანელი #5" წარუდგინა.

კოკო შანელის ციტატები დიდი ხანია კლასიკად იქცა და დღემდე აქტუალურია.

1. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ფული. მაგრამ არიან მდიდარი ადამიანებიც.

2. გვერდში არც დედა მედგა, არც - მამა. ასეთ ძლიერ პიროვნებად ჩემმა მარტოობამ ჩამომაყალიბა. სწორედ მარტოობა დამეხმარა დამოუკიდებლად ამდენის მიღწევაში.

3. მიიღეთ მსუბუქი საკვები, იძინეთ 7-8 საათი, თუ ამდენი ძილის სურვილით გაქვთ, მაგრამ იძინეთ ღია ფანჯრებში. ადექით ადრე და იმუშავეთ თავდაუზოგავად. ეს არავის მოუტანას ზიანს.

4. ყოველთვის თავდავიწყებით მიყვარდა. მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე ვდგებოდი - კაცები თუ ჩემი კაბები, ამ უკანასკნელს ვირჩევდი. ყოველთვის ვიმარჯვებდი ჩემს ვნებებზე, რადგან ჩემი მთავარი ნარკოტიკი სამუშაოა.

5. ბიზნესით ისე დავკავდი, რომ მისი წესები არ ვიცოდი. მაგრამ ყოველთვის მეხმარებოდა ერთი წესი - როგორც ცხოვრებაში, ბიზნესშიც გულწრფელი ვიყავი.

6. პატარა, შავმა კაბამ ქალებს ბევრი უპირატესობა მიანიჭა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მუშაობს და კარიერით არის დაკავებული.

7. ინოვაციები. ადამიანები მუდმივად ვერ იქნებიან ინოვაციებით შეპყრობილი. მე კლასიკის შექმნა მინდა.

8. ყველაზე მთავარი გამბედაობა - დამოუკიდებლად ფიქრია. თან, ხმამაღლა.

9. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი თავში გვაქვს, თავს უნდა გავუფრთხილდეთ.

10. არასდროს უნდა მოეშვათ. ყოველთვის ფორმაში უნდა იყოთ. არავის უნდა აჩვენოთ, რომ ცუდად გრძნობ თავს, განსაკუთრებით ახლობლებსა და ნათესავებს. თქვენი ცუდად ყოფნა მათ აშინებთ, სამაგიეროდ მტრებს ახალისებს. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეთ.