მიხეილ დუნდუა: 2012 წლის შემდეგ საქართველოში დასრულდა "საბერძნეთიზაცია"

ეკონომისტი და ორგანიზაცია 20/30-ის წევრი მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში დასრულდა "საბერძნეთიზაცია".

bpn.ge -ის დუნდუას პოსტს სრულად გთავაზობთ:

"2012 წლის შემდეგ საქართველოში დასრულდა "საბერძნეთიზაცია", დასრულდა პროცესი, როცა რეჟიმის მიერ გალახული ეკონომიკის საკომპესაციოდ სახელმწიფო სექტორი გრანდიოზულ საგარეო დავალიანებას იღებდა. მაშინდელ ლარის კურსს არაფერი ჰქონდა საერთო ეკონომიკის აქტიურობასთან. "მავანი" დიდი საგარეო ვალის აღებას 2008 წლის ომს უკავშირებს, არადა ყველაზე დიდი წმინდა საგარეო ვალი, 1 მილიარდ 45 მილიონი დოლარი, სახელმწიფო სექტორმა 2012 წელს აიღო. იხ. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის სტატისტიკა. ("მავანმა" ცილი რომ არ დამწამოს)", - წერს მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

bpn

bpn