"დომოდედოვოს" აეროპორტში ხანძარი ლიკვიდირებულია

მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ხანძარი სრულიად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულები არ არიან. ხანძრის გამო აეროპორტის ტერიტორიიდან 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლი სადენებს პირველ სართულზე, ბარგის განყოფილებაში გაუჩნდა.

ამ დროისათვის აეროპორტი შეზღუდვების გარეშე მუშაობს.