გიორგი ჩოგოვაძე სვანეთში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სვანეთში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სასტუმროების მფლობელებთან ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზამთრის სეზონის მზადების შესახებ ისაუბრა.

გიორგი ჩოგოვაძე სვანეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებსაც გაესაუბრა. მესტიაში არსებული განთავსების ობიექტების მფლობელების განცხადებით, წელს სასტუმროების დატვირთა გაზრდილია და საერთაშორისო მოგზაურებთან ერთად სულ უფრო მეტი შიდავიზიტორი სტუმრობს სვანეთს.  როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოში ტურისტთა ზრდას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის ზაფხულის სეზონზე, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 10 % -ით, ტურისტების კი 2,4 % ით არის გაზრდილი.