დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გაგრძელდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილის დროს დაწყებული მუშაობა საგადასახადო ლიბერალიზაციაზე, კონკრეტულად მოგების გადასახადის გაუქმებაზე.

"მე აღვნიშნე და გავიმეორებ, ბატონი გიორგის მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება. ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. შესაბამისად, ყველა რეფორმა, რომელიც ბატონი გიორგის მიერ იყო დაწყებული გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.