საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

დღეიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმავლობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის ივნისში მოეწერა.