ავსტრია მიგრანტებისთვის თანდათან საზღვარს ჩაკეტავს

ავსტრია გეგმავს მიგრანტებისთვის თანდათან საზღვარი ჩაკეტოს."ბიბისის" ცნობით, უნგრეთიდან ავსტრიის საზღვარი უკვე ათასობით მიგრანტმა გადაკვეთა. მათი ნაწილი ავსტრიაში დარჩება, ნაწილი კი გერმანიაში მიემგზავრება.  "ჩვენ 12 000-ზე მეტ მიგრანტს დავეხმარეთ ამ რთულ ვითარებაში. ნელ-ნელა გამოვალთ საგანგებო მდგომარეობიდან და გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, ვერნერ ფაიმანმა.

მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიაში მიემგზავრება. ბერლინი მილიარდობით ევროს გამოყოფას აპირებს ფედერალური მიწებისა და მუნიციპალიტეტებისათვის, რათა მათ მიგრანტების დიდ ნაკადთან გამკლავება შეძლონ.