ბორჯომის ტერიტორიაზე მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, თორის ქუჩასა და აღმაშენებლის ქუჩაზე, სოფ.ყვიბისის გადასასვლელ ხიდთან 3 ახალი გაჩერების რეაბილიტაცია ხორციელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოხდა ძველი ამორტიზებული მოსაცდელების დემონტაჟი. მიმდინარეობს ბორდიურების მოპირკეთება ბაზალტის ფილებით. "ავტომოსაცდელები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისათვის.  ბოლო 9 თვის განმავლობაში ბორჯომში, ცენტრალური გზის მაგისტრალის გასწვრივ 8 მოსაცდელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოებისათვის 29 391 ლარი გაიხარჯება და მას ი.მ. შორენა თაბაგარი ასრულებს", - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.