ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიები ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა.  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილსა და მუცოში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. პირიქეთა ხევსურეთში სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

მათივე ინფორმაციით, პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს.