მერიაში "სითი პარკის" წინააღმდეგ შესული საჩივრებიდან უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა

თბილისის მერიაში "სითი პარკის" წინააღმდეგ შესული საჩივრებიდან უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი ,- ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისა და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა მიხეილ მასხულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიაში შემოდის არაერთი საჩივარი "სითი პარკის" საჯარიმო ქვითრებთან დაკავშირებით.  "ისინი ასაჩივრებენ როგორც საჯარიმო ქვითრებს, საურავებს, ასევე ევაკუაციას, როდესაც მანქანა გადაყავთ საჯარიმო ავტოსადგომზე. აღნიშნული საჩივრები განიხილება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეისობით შემოსულია 500-მდე საჩივარი და უნდა ითქვას, რომ მათი დიდი უმრალესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი, რადგან ისინი თავის საჩივარში არიან თანმიმდევრულები და მათი პრეტენზიები სწორია", - განაცხადა მასხულიამ.