რუსეთმა სომხეთს ბუნებრივი აირის საფასური შეუმცირა

რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის საფასურს უმცირებს. "ბიბისის" ცნობით, მხარეებმა გუშინ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთს ათასი კუბური მეტრის მოცულობის გაზზე 25 დოლარით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი კუბური მეტრის მოცულობის რუსულ ბუნებრივ აირში ერევანი დაახლოებით 165 დოლარს გადაიხდის.

ამას გარდა, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ერევანს შეღავათიანი კრედიტის სახით 200 მილიონ დოლარს გადაურიცხავს სომხეთის "შეიარაღებული ძალების არსენალის განახლებისთვის". სომხეთს შეღავათები რუსეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ დაუწესა.