საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე სუპერ ოქტანობის ბენზინი ღირს 2.35 ლარი, ისევე როგორც 4 წლის უკან, როდესაც მსოფლიო ფასი ნედლ ბარელ ნავთობზე იყო 110 დოლარი. არადა ახლა 50 დოლარს ქვემოთაა.

როდის ტყუის საწვავის ბიზნესი ახლა თუ მაშინ? საინტერესო ისაა, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეამოწმა და დააჯარიმა ამ ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენლები, მაგრამ არც იმ დაჯარიმების კონკრეტული საფუძველი უნახავს ვინმეს და არც ახლანდელი სიტუაციის ახსნა. ეს ბადებს კითხვებს, რომ ეს ბიზნესი პოლიტიზირებული და მონოპოლიზირებულია. ამ ბაზარზე შესვლა თავისუფალი რომ იყოს აუცილებლად ახალი სახეები და მონაწილეები გამოჩნდებოდნენ ამ ასპარეზზე და ბაზარი თვითონ დაარეგულირებდა ყველაფერს და რადგანაც ეს ასე არაა, ბევრი კითხვა ჩნდება. ამასთან, საერთოდ არ მიმდინარეობს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით.

ცალკე განხილვის საგანია ე.წ. მინარევები, რომელსაც ბენზინს უმატებენ ოქტანობის ასამაღლებლად და რომელიც მომაკვდინებელია, როგორც ადამიანთა მოდგმის ჯანმრთელობისათვის, ისე გარემოსათვის.

ნავთობის ფასების უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ის მუდამ გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნით. მას დასვლეთი იყენებდა რუსეთის მიმარათ და რუსეთი მისი მეზობლების მიმართ.

1979 წელს (მსოფლიოს 70-იან წლების კრიზისის შემდგომ), როდესაც რუსეთის ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ, ნავთობის ფასი პიკზე იყო, ბარელზე 101 აშშ დოლარის ღირებულებით. (დღემდე უცნობია, რეალურად, რა უნდოდა საბჭოთა კავშირს ავღანეთში, ეს მაშინ ხდებოდა, როცა მე სკოლას ვამთავრებდი და შეეძლოთ ჯარში გავეწვიე ავღანეთში, მაგრამ არავინ იცოდა რატომ) ნავთობზე მაღალმა ფასებმა და დასავლეთ ციმბირში გაზრდილმა მოპოვებამ საბჭოთა კავშირს დიდი შემოსავალი მოუტანა. იმის ნაცვლად, რომ ეს ფული "შავი დღისთვის" გადაენახათ, მთავრობამ ფული გამოიყენა "უცხოური თავგადასავლებისა" და საკვების იმპორტის დასაფინანსებლად. 7 წლის შემდეგ (ძალიან საეჭვოდ, საუდის არაბაეთის სათავეში ახალი მმართველის, ახალგაზრდა პრინცის, მოსვლის შემდგომ მან სასწრაფოდ გაზარდა მოპოვების ოდენობა და ოპეკმა ითამაშა თავისთავის საწინაღმდეგოდ) ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე, დაახლოებით, 30 დოლარამდე შემცირდა, რის შემდეგაც მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყანაში პერესტროიკა, დასავლეთთან კი კონვერგენცია გამოაცხადა.

ისტორიაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნავთობზე მაღალი ფასები საბჭოთა კავშირის აგრესიის პირდაპირპროპორციული იყო, ტრადიციულად, როგორც კი შავ ოქროზე ფასები მცირდებოდა, საბჭოთა კავშირი უფრო დემოკრატიული და მეგობრული ხდებოდა დასავლეთის მიმართ და პირიქით, ფასებისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პალარელურად, კომუნისტური ქვეყნის აგრესიაც იზრდებოდა.

bpn

ნავთობის ფასების კორელაცია საბჭოთა კავშირის პოლიტიკასთან გასაკვირი არ არის – არაკონკურენტულ, მბრძანებლურ ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ექსპორტი მთალიანი ექსპორტის 67%-ს შეადგენდა.

მაგრამ ეს კორელაცია არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარღვეულა. ისევე როგორც, საბჭოთა კავშირის დროს, ახლაც, რუსეთის საექსპორტო შემოსავლის უდიდესი წილი ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის. როდესაც ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, ბარელი ნავთობის ფასი 25 აშშ დოლარს შეადგენდა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ პუტინმა დასავლეთის მიმართ "მეგობრული" პოლიტიკის გატარება დაიწყო: თავი ამერიკის მოკავშირედ გამოაცხადა, არ შეწინააღმდეგებია ნატოს გაფართოებას და მის შემადგენლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნების შესვლას და 2001 წლის 11 სექტებმერს განიხილავდა, როგორც ნატოსთან დაახლოების შანსს.

მაგრამ 7 წლის შემდეგ, ნავთობის ფასები ბარელზე უკვე 105 აშშ დოლარს შეადგენდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკაც შეიცვალა და 2008 წელს ის საქართველოში შემოიჭრა, დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სთან. მაგრამ მალე მსოფლიოს ფინანსური კრიზისი დაიწყო და ბარელი ნავთობის ფასი 67 აშშ დოლარზე ჩამოვიდა, რის შემდეგაც კრემლმა სასწრაფოდ გადატვირთვის პოლიტიკას დაუჭირა მხარი აშშ-სთან.

რუსეთის ბოლო და ყველაზე დიდი თავდასხმა 21-ე საუკუნეში უკრაინაზე მაშინ განხორციელდა, როცა მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შემდეგ ნავთობის ფასები კვალვ შემცირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი კორელაციას არღვევს, ის ჯერ არ გამხდარა "მეგობრული" დასავლეთის და მეზობლების მიმართ. როგორც ჩანს, პუტინს მყარად აქვს გადაწყვეტილი ტრადიციის დარღვევა. ნავთობზე შემცირებული ფასებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის საკომპენსაციოდ, პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ომი და პატრიოტული ეიფორია შესთავაზა. რას იზამს პუტინის რეჟიმი მიმდინარე წელს? აღდგება თუ არა კორელაცია ნავთობის ფასებსა და კრემლის პოლიტიკას შორის? ეს დიდწილად ნავთობის ფასების მომავალზეა დამოკიდებული.

იხილეთ გაგრძელება