დალიანში ქართული ღვინის კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს

დალიანში ქართული ღვინის კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და საქართველოს ღვინის კომპანიას შორის გაფორმდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. "ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.