სიონის წყალსაცავიდან სახლართი ბადეები ამოიღეს

სიონის წყალსაცავიდან 10 ერთეული სახლართი ბადე ამოიღეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებისა და თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული პატრულირების შედეგად, სიონის წყალსაცავიდან ამოღებულ იქნა 200 მეტრის სიგრძის 10 ერთეული სახლართი ბადე. ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი. უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო ოდენობა 60 კილოგრამს აღწევს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.